sandro eloshvili

აქ შეგიძლიათ განათავსოთ თქვენი მოთხრობები, მიმართეთ ადმინს ან მოდერს, მიაწოდეთ თქვენი მოთხრობა და თუ ჩაითვლება საინტერესოდ განთავსდება საიტზე

Add to Favorites Send me an e-mail
 
Back to homesandro eloshvili / Pages / ფურცლები... / ლადო ასათიანი ”გულბაათ ჭავჭავაძე”

ლადო ასათიანი ”გულბაათ ჭავჭავაძე”

0.00 (0)

უკვე ჩათავდა სოფლად რთველი და ყურძნის კრეფა,
აზვავებული შემოდგომა ბეღლებს ჩაბარდა.
სტუმრებისათვის ლავაშებით დახურეს სეფა
და ჭავჭავაძე გულბაათი დასვეს თამადად.
დასვეს თამადად გოლიათი მსმელი კახელთა,
დასვეს და დაჯდა, დაიმშვენა, სუფრას გახედა:
ჩანდნენ ორ მწკრივად ჟღალ ჩოხებში ძველი მსმელები,
ღვინო სწყუროდათ, ღვინის ეშხით ვერ ისვენებდნენ.
მან ჯერ ულვაში გადიგრიხა ყურებზე, უკან,
მერე პირველმა წესისამებრ გატეხა ლუკმა,
თასი ასწია, მიულოცა ლხინი თავადთა
და აზარფეშამ ფრინველივით გაინავარდა.
*
სვეს უმოწყალოდ ღვინოები ცეცხლისმფრქვევლები,
მერიქიფეებს აღარ შერჩათ ხელში ქვევრები.
მოფარდაგულზე გაიშხვართნენ მსმელი კაცები,
ლეკურებივით მოიქნიეს სველი ყანწები.
და როცა სუფრას აღარ შერჩა ერთი კაციცა,
როცა ლავაშით დახურული სეფაც დაიქცა,
როცა დაიმსხვრა სასმურები და დაილია, -
მაშინ გულბაათ ჭავჭავაძე გადაირია,
გადაირია, როგორც ერთ დროს შედან ჭილაძე,
და იერიში მიიტანა წვრილ ჭინჭილაზე:
- კაცი ვშობილვარ, ეს ცხოვრება დამილევია
და გაბმულ სმაში ჭინჭილით არ დამილევია.
- ბატონიშვილო, ეს ჭინჭილა გადაგრჩათ მარტო,
ღვინით შეუვსეთ და მოართვით ჭინჭილა ბატონს.
შეტორტმანებულს ნახევარიც არ დაეცალა,
წყენით წამოცდა: "ეს ოხერი რომ არ გათავდა!"
სანთელს გახედა, მოეჩვენა ერთი ათადა,
თვალთ დაუბნელდა, დაეკარგა მუხლებში ძალა,
წაიბორძიკა, წაიფორხილ-წაიბანცალა
და ნაცოხნარით გაბერილი, როგორც კამეჩი,
აზრდაკარგული გაიშხვართა შუაღამეში.
ჭერი შეინძრა, იატაკმა გაიჭრიჭინა,
თაიგულივით ხელში შერჩა ჭრელი ჭინჭილა.
*
გაჩაღებოდა მაღვალაკი თვალი კახურში
და სუფრის ბოლოს ხითხითებდა მთვრალი ბახუსი.
თითქოს იტყოდა: "მასპინძელო, ეს რა კაცია,
ქვევრებსა ნთქავდა და ჭინჭილამ ვით წააქცია!"


1942



Comments: 0 Views: 1529 [History of changes] Size:4381 byte
Last changes are made by: sanome sandro eloshvili 1887 days ago 31.03.2007 23:44:19
Posted byText
Login Password
advanced... ( / Registration )

Subject

In the text you can use Wiki or HTML tags.




Who is active on the site?
Anonymous: 5, Registered: 0 (?)
Interesting websites
Visitors
subarusti Liluashvili
4 days ago 26.05.2012 23:46:36
blackrose7 david israeli
19 days ago 11.05.2012 23:55:46
Subscription
E-mail: 
Calendar
<
May 2012
>
MTWTFSS
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
როგორ ფიქრობთ, რისი ბრალია მცირეწლოვნების გახშირებული სიკვდილი?

Vote results
Top commentators
sanome sandro eloshvili
Comments: 10
anuki110 anuki asatiani
Comments: 5
sakoo sako ukleba
Comments: 3
ankaa anka prangula
Comments: 2
Other sites
car-revolution1 Car Revolution 1
cavatane
abdalla موقع كل المصريين
roedyardy roedy
budisantosarinto Rinto Budi santosa
Abuse | Hosted by MyLivePage | | Design by Exactor | © Kolobok smiles, Aiwan